მანუელ ნოიერი ბუნდესლიგის რეკორდსმენია

0
32

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი „მშრალი მატჩების“ რაოდენობით ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა.

მე-3 ტურში მიუნხენელებმა შინ ბერლინის „ჰერტა“ 5:0 დაამაცხეს და 35 წლის ნოიერმა ბუნდესლიგაში 205 თამაში ჩაატარა, რომელშიც გოლი არ გაუშვა.

მან „ბაიერნისა“ და გერმანიის ეროვნული გუნდის ლეგენდარული კარის დარაჯის ოლივერ კანის (204) მიღწევა გააუმჯობესა.

სხვათა შორის, „ჰერტასთან“ პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ 3 გოლი გაიტანა.

მან კარიერაში ბუნდესლიგაშსი მე-15 ჰეთ-თრიქი შეასრულა – რეკორდსმენი აწ გარდაცვლილი „ბაიერნის“ ექსფორვარდი გერდ მიულერია 32 ჰეთ-თრიქით.

ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 4 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.