ინგლისის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ თავის მოედანზე ლონდონის „არსენალი“ 5:0 გაანადგურა.
მანჩესტერელებიდან დუბლი ესპანელმა ფერან ტორესმა შეასულა, ხოლო თითო გოლი მისმა თანამემამულე როდრიმ, გერმანელმა გიუნდოგანმა და ბრაზილიელმა გაბრიელ ჟესუსმა მიითვალეს.
35-ე წუთზე სტუმრებს გრანიტ ჯაკა გაუძევეს და მატჩი 10 ფეხბურთელით დაასრულეს.
„არსენალმა“ 1954-1955 წლების სეზონის შემდეგ პირველად სეზონის სტარტზე სამივე თამაში წააგო.
გარდა ამისა, 1953-1954 წლების სეზონის შემდეგ პირველად „მეთოფეებს“ საწყის სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ – 9 ბურთი გაუშვეს.
„არსენალი“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა „სიტის“ თავკაც პეპ გვარდიოლასთან ჩატარებულ მე-6 მატჩში მეხუთედ დამარცხდა.
არტეტას ხელმძღვანელობით ლონდონელებმა მანჩესტერელები ერთადერთხელ 2020 წლის 18 ივლისს ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში დაამარცხეს – 2:0.
ცნობისთვის, არტეტა „არსენალში“ დანიშვნამდე „სიტიში“ გვარდიოლას თანაშემწე იყო.





