აკაკი გოგიამ შვეიცარიის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-5 ტურში „ციურიხი“, სადაც წარმოშობით ქართველი, მაგრამ გერმანიის მოქალაქე გარემარბი გამოდის, სტუმრად „სენტ გალენს“ დაუზავდდა – 3:3.
გოგია „ციურიხის“ სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა და 23-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ანგარიში გაათანაბრა.
მან 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 90-ეზე შეცვალეს. გოგიამ ზაფხულში „ციურიხთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და შვეიცარიის უმაღლეს დივიზიონში პირველი ბურთი გაიტანა.
„ციურიხი“ 13 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
კოვალივკას “კოლოსი”, რომლის ღირსებას ნიკა სიჭინავა იცავს, უკრაინის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში სტუმრად კიევის “დინამოსთან” 0:7 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. “კოლოსი” 5 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.




