გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა და კარი “მშრალად” მეორედ შეინახა.
“ვალენსიამ” “მესტალიაზე” “ალავესს” უმასპინძლა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, როდესაც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში გაკეთებული გადაემის შემდეგ დანიელ ვასმა ყველას დაასწრო და მეტოქის კარი აიღო.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე გონსალო გედეშმა მარჯვენა ფრთიდან შეუტია და საჯარიმოში შესულმა პასი კარლოს სოლერს გაუკეთა, რომელმაც ქუსლით ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. გა,ორიცხული არაა, სოლერის მიერ გატანილი ბურთი ტურში საუკეთესოც გახდეს.
მე-60 წუთზე “ვალენსიას” შეტევის დროს მაქსი გომესმა სტუმართა საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გედეში გაიყვანა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა.
მამარდაშვილი “ალავესის” ფეხბურთელებს დიდად არ დაუტვირთავთ. პირველ ტაიმში გვიდეტის “მაკრატელა” სუსტი აღმოჩნდა და ქართველმა მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
მეორე ტაიმში მიაზგას თავური საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდა და მამარდაშვილმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
“ვალენსია” სამ ტურში აღებული 7 ქულით ლა ლიგას ლიდერობს.





