
„კოპენჰაგენი“, სადაც დავით ხოჭოლავა გამოდის, უეფას ახალი ტურნირის კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
დანიელებმა პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად თურქეთის „სივასფორს“ 2:1 აჯობეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში კოპენჰაგენში 5:0 გაანადგურეს და ჯგუფის საგზური გაინაღდეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა პირველი თამაშის მსგავსად, მეორეც შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლებმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნეს, ხოლო მეორე გოლი 39-ე წუთზე გაიტანეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.
შესვენების შემდეგ, „კოპენჰაგენმა“ მეტოქის კარი 57-ე, 62-ე და 76-ე წუთებზე აიღეს.




