რომის „ლაციომ“ ფრანგული „ბორდოდან“ ნახევარმცველი ტომა ბაშიჩი შეიძინა.
24 წლის ხორვატი ნახევარმცველის სანაცლოდ რომაელებმა 7 მილიონი ევრო გადაიხადეს. თუ მომავალში „ლაციო“ ბაშიჩს გაყიდის, ფრანგულ კლუბს ტრანსფერიდან გარკვეული თანხა ერგება.
ბალკანელმა „რომაელებთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და მისი ხელფასი წელიწადში 1,4 მილიონი ევრო იქნება.
ბაშიჩი „ბორდოში“ 2018 წელს სპლიტის „ჰაიდუკიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 82 მატჩში 9 გოლი გაიტანა.





