„ატლეტიკომ“ ოლიმპიური ჩემპიონი შეიძინა

0
31

მადრიდის „ატლეტიკომ“ ბერლინის „ჰერტადან“ თავდამსხმელი მატეუს კუნია შეიძინა, რის შესახებ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება.

ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობასი ტოკიო-2020-ის მომგებმა კუნიამ „ატლეტიკოსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ბერლინელებმა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო.

24 წლის კუნიამ ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებში ჩატარებულ 23 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

ის „ატლეტიკოში“ გადასვლამდე „ჰერტას“ გარდა შვეიცარიის „სიონში“ (32 მატჩში 10 გოლი), „ლაიფციგში“ (52 მატჩში 9 გოლი) გამოდიოდა.

ის „ჰერტაში“ 2019-2021 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ნათამაშებ 39 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.