ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გარი კეხილი კარიერას „ბორნმუთში“ განაგრძობს.
35 წლის ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა. ის ბორნმუთელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
კეხილმა კარიერის საუკეთესო პერიოდი „ჩელსიში“ გაატარა, სადაც 2011-2019 წლებში ყველა ტურნირში 290-ჯერ ითამაშა და 25 გოლი გაიტანა.
მან „ჩელსის“ შემადგენლობაში 2-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ინგლისის ასოაციაციის თასი, ერთხელ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპა ლიგა, ხოლო ერთხელ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
კეხილმა 2010-2018 წლებში ინგლისის ეროვნულ გუნდში 61-ჯერ ითამაშა და 5 გოლი მიითვალა.
„ბორნმუთში“ გადასვლამდე კეხილმა ბოლო 2 სეზონი „კრისტალ პალასში“ გაატარა.





