“ლოკომოტივმა” კეკელიძეს 3-წლიანი გაუფორმა

0
23

თბილისის “ლოკომოტივმა” ლუკა კეკელიძესთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.

18 წლის ნახევარმცველი კლუბის აკადემიის აღზრდილია, სადაც 13 წლის ასაკში ჩაირიცხა.

მას ჯერ “ლოკომოტივის” პირველ გუნდში არ უთამაშია. კეკელიძეს შარშან და წელს თბილისელთა სამატჩო განაცხადში თითოჯერ მოხვდა, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.