„არსენალმა“ ბელგიელი მცველი შეიძინა

0
31

ლონდონის „არსენალმა“ ბელგიის „ანდერლეხტიდან“ მცველი ალბერ-მბოიო ლოკონგა შეიძინა.

ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბელგიური მედიის ინფორმაციით, „ანდერლეხტი“ ლოკონგას გაყიდვით 17,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ახალგაზრდა მცველი „ანდერლეხტის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. მან განვლილ პერიოდში ბელგიურ კლუბში ყველა ტურნირში 69-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.