გიორგი აბუაშვილი: „ეს ოცნებაა. პირველ გუნდში მოხვედრას მოუთმენლად ველოდები“

0
78

პორტუგალიის გრანდმა „პორტუმ“ 18 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი აბუაშვილი ოფიციალურად წარადგინა.

აბუაშვილმა პორტუგალიელებტან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 47-ნომრიანი მაისური მიიღო.

„ეს ოცნებაა. პირველ გუნდში მოხვედრას მოუთმენლად ველოდები“ – განაცხადა აბუაშვილმა.

აბუაშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. მან მიმდინარე სეზონში საქართველოს მოქმედ ჩემპიონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 4-ჯერ ითამაშა.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 2019 წელს 3 მატჩი ჩაატარა, ხოლო 2020 წელს ამდენივე შეხვედრა გამართა.