ლობჯანიძემ ყაზახეთში მესამე გოლი გაიტანა

0
27

ელგუჯა ლობჯანიძემ მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში თავისი მესამე გოლი გაიტანა.

მე-19 ტურში, „ტობოლი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი გამოდის, სტუმრად „თურანს“ შეხვდა და 4:2 დაამარცხა.

ლობჯანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. სტუმრები ანგარიშში 84-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო 87-ე წუთზე ლობჯანიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქართველი ლეგიონერი „ტობოლს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 15 მატჩში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

“ტობოლი” 42 ქულით ყაზახეთის 14-გუნდიანი ჩემპიონატის ლიდერია.