უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ითამაშებს.
მართალია, ანდრე შევჩენკოს შეგირდებმა B ჯგუფში მხოლოდ 3 ქულა დააგროვეს, მაგრამ დღეს E ჯგუფში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პლეი-ოფის საგზური მაინც მოიპოვა.
გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთმა სლოვაკეთი 5:0 დაამარცხა, ხოლო შვედეთმა პოლონეთი 3:2, უკრაინამ საუკეთესო მესამედგილოსნებისთვის ბრძოლაში ფინეთსა და სლოვაკეთს აჯობა.
დღეს, F ჯგუფში გასამართ მატჩებში დაფიქსირებული შედეგები მიუხედავად, უკრაინელები 4 საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის ნებისმიერ შემთხვევაში იქნებიან.
არსებობის ისტორიაში უკრაინის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველად გავიდა.





