„საბურთალო“ “ლოკომოტივთან” დერბიში სეზონში პირველად დამარცხდა

0
17

„საბურთალოს“ 4-მატჩიანი (3 გამარჯვება და 1 ფრე) წაუგებელი სერია თბილისურ დერბიში „ლოკომოტივთან“ შეწყდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში საბურთალოელებმა თანაქალაქელებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს და 1:2 წააგეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივმა“ მეტოქე პირველად დაამარცხა, მანამდე 2 შეხვედრა წააგო.

პირველი ტაიმისთვის დამატებულ პირველ წუთზე „ლოკომოტივმა“ საუცხოო კონტრშეტევა განახორციელა და მარცხენა ფლანგიდან თორნიკე კირკიტაძე, მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა გიორგი გაბაძემ თავი პასი ირაკლი სიხარულიძეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ერთ წუთში „საბურთალოდან“ საპასუხო ბურთი გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიტანა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით გაიტანა.

89-ე წუთზე, „ლოკომოტივის“ კონტრშეტევის დროს მასპინძლების დაცვა „ჩავარდა“ და რატი მჭედლიშვილის ზუსტი დარტყმის მერე, სტუმრებმა 3 ქულა აიღეს.

ამ გამარჯვების მერე, „ლოკომოტივმა“ 33 ქულით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ჩემპიონატს 39 ქულით ბათუმის „დინამო“ ლიდერობს, ხოლო თბილისის „დინამო“ 38 ქულით მეორეა.