ჯანო ანანიძე კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს.
28 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. ის დინამოელთა ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ანანიძეს საქართველოს ჩემპიონატის არცერთი ლიგაში უთამაშია/
ანანიძემ გასული სეზონი მოსკოვის „სპარტაკში“ დაიწყო, სადაც 6 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილს „ანორთოსისში“ დაასრულა, სადაც ასევე 6-ჯერ ითამაშა, მაგრამ თავი არ გამოუჩენია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მოსკოვის „სპარტაკში“ 2009-2018 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 131 მატჩში 16 გოლი გაიტანა. მან მოსკოველებთან ერთად 2016-2017 წლებში რუსეთის პრემიერ ლიგა მოიგო.
ის 2013-2014 წლებში იჯარით „როსტოვში“ გამოდიოდა, სადაც 25 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო და რუსეთის თასი მოიპოვა.





