ქუთაისის „ტორპედოს“ დროებითი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.
იმერული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტორპედოელებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის პირველ შეხვედრაში, რომელსაც სტუმრად ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარებენ, შოთა ბაბუნაშვილია უხელმძღვანელებს.
40 წლის ბაბუნაშვილი წლების განმავლობაში „ტორპედოს“ რიგებში თამაშობდა და ბოლო დრომდე გუნდის ექსათავკაც მიხეილ აშვეთიას თანაშემწე იყო.
შეგახსენებთ, რომ აშვეთიამ „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მიმდინარე კვირაში დატოვა.




