თბილისის დინამომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩში, დინამო არენაზე თბილისის მერანს უმასპინძლა და მეტოქე დიდი სათამაშო უპირატესობის ფონზე – 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში, 25-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ნოდარ ქავთარაძემ გახსნა, ტაიმის ბოლოს კი გიორგი გაბედავამ სხვაობა ორამდე გაზარდა. დინამოელთა ცხრიანმა, 77-ე წუთზე კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა, დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით, თბილისის დინამომ საჩემპიონო ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. გასულ წელს, 2019 წლის სეზონში გამარჯვებით, ჩისკო მუნიოსის გუნდმა, ტიტული 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. ჯამში, თბილისელებს 31-ე სეზონში გამარჯვებით 18 საჩემპიონო ტიტული დაუგროვდათ.
თბილისის დინამოელებს ჩემპიონის ფარი და ოქროს მედლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ლევან კობიაშვილმა გადასცა.

| ადგ. | კლუბი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | გატ. | მიღ. | ± | ქულა | ბოლო თამაშები | |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1. | დინამო თბ |
18 | 12 | 4 | 2 | 33 | 9 | 24 | 40 | ||
| 2. | დინამო ბთ |
18 | 10 | 6 | 2 | 29 | 14 | 15 | 36 | ||
| 3. | დილა |
18 | 8 | 6 | 4 | 29 | 17 | 12 | 30 | ||
| 4. | ლოკომოტივი |
18 | 8 | 5 | 5 | 30 | 23 | 7 | 29 | ||
| 5. | საბურთალო |
18 | 7 | 6 | 5 | 28 | 21 | 7 | 27 | ||
| 6. | თელავი |
18 | 4 | 12 | 2 | 21 | 14 | 7 | 24 | ||
| 7. | სამტრედია |
18 | 5 | 4 | 9 | 14 | 23 | -9 | 19 | ||
| 8. | ტორპედო |
18 | 4 | 5 | 9 | 17 | 30 | -13 | 17 | ||
| 9. | ‒ | ჩიხურა |
18 | 3 | 4 | 11 | 18 | 40 | -22 | 13 | |
| 10. | ‒ | მერანი თბ |
18 | 0 | 6 | 12 | 6 | 34 | -28 | 6 |


დინამო თბ
დინამო ბთ
დილა
ლოკომოტივი
საბურთალო
თელავი
სამტრედია
ტორპედო
ჩიხურა
მერანი თბ


