“ბარსელონა” მზადაა, მესის ხელფასის სახით 50 მილიონი ევრო გადაუხადოს

0
137

,,ბარსელონა” ლეო მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლა სკირას ცნობით, კატალონიელები არგენტინელს ხელშეკრულების 2023 წლამდე გაფორმებასა და ხელფასის სახით 50 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 24 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.

ლა ლიგის 27 ტურის შემდეგ ,,ბარსელონა” 58 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,რეალს” 2 ქულით უსწრებს. მომავალ ტურში სეტიენის გუნდი ,,მალიორკას” ესტუმრება.