“ბარსა” “რეალთან” ურთიერთშეხვედრებში დაწინაურდა

0
45
ლა ლიგას 26-ე ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “რეალს” 1:0 მოუგო.
პირველი ტაიმის შუაწელამდე მშვიდი თამაში მიმდიოდა და შემდეგ “ბარსელონამ” ანგარიში გახსნა – სერხიო რამოსის პოზიციური შეცდომით რაკიტიჩმა ისარგებლა, სერხი რობერტოს პასი მიიღო და ბურთი კურტუას კარში გადაგზავნა. ამის შემდეგ “რეალმა” შეუტია, მაგრამ ხეირი ვერა ნახა რა და უპირატესობას “ბარსა” დაეუფლა. სუარესს მეორე გოლის გატანა კურტუამ არ დაანება, რომელმაც დამატებაზე მესის დარტყმულიც მოიგერია.
მეორე ტაიმში მასპინძლებს უთავბოლოდ და გამუდმებით მარცხენა ფლანგიდან სწორხაზოვნად მიჰქონდათ იერიშები და უშანსოდ იყვნენ, ვინაიდან ბეილი ვერ

ვარგობდა, ვინისიუსი განეიტრალებული იყო, ბენზემა კი – ბენზემაა.

მოკლედ, “ბარსამ” მშვიდად და აუღელვებლად დაამარცხა ბლანკოსი, დაამარცხა სტუმრად 4 დღეში მეორედ.
კლასიკოების 88-წლიან ისტორიაში პირველად დაწინაურდა “ბარსელონა” – 96 მოგება, 95 წაგება და 51 ფრე.