რამაზ სვანაძე: “თანამედროვე ფეხბურთში ყველა მეტოქე დასაფასებელია”

0
1

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფში ფარერებს შეხვდება. ეს დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდება უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა.
ჩვენი გუნდი პირველ თამაშს 2027 წლის 27 მარტს სტუმრად ჩაატარებს, ხოლო საპასუხოს თბილისში – 30 მარტს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
რამაზ სვანაძე: “თანამედროვე ფეხბურთში ყველა მეტოქე დასაფასებელია. ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა, ჩვენი მიზანი უცვლელია – კვლავ B დივიზიონში თამაში. ამისთვის კი, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია თავად ვიყოთ სათანადო მდგომარეობაში და შესაბამისად მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ პლეი ოფის რთულ თამაშებს”.
ლაშა თაბაგარი