თომას ტუხელს მიაჩნია, რომ ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების A ლიგის მე-3 ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში მადრიდში „მეტროპოლიტანოზე“ ესპანეთთან 3:2 მოგებულ შეხვედრაში, დიდებული გუნდური თამაში აჩვენა.
„მაღალ დონეზე ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეზე უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ბევრი დადებითი ეპიზოდი გვქონდა და 60 წუთის შემდეგ 3:0 რომ ვიგებდით კანონზომიერი იყო. პოზიციურ შეტევაში თამამად ვმოქმედებდით, თავს დისციპლინირებულად ვიცავდით, მეტოქის ნახევარზე ზეწოლას ვახდენდით, ხოლო ჩვენს ნახევარზე საიმედოდ ვმოქმედებდით და თავისუფალ ზონებს ვკეტავდით.
დიდებული გუნდური ფეხბურთი ვაჩვენეთ თავდადების, მოძრაობისა და საშემსრულებლო ოსტატობის თვალსაზრისით.
პროგრესისთვის საკმაოდ ამბიციურები ვართ და ჩვენი საზღვრების გასაფართოებლად მზად გახლავართ. ბოლო 60 წლის მანძილზე ინგლისის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, მაგრამ ამით არ დავკმაყოფილდით. მომატება გვსურდა და ჩვენი თამაში იმ კომპონენეტებში გავაუმჯობესეთ, რომლებშიც საჭირო იყო.
გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი სტანდარტული სიტუაციების შეასრულებაში ჩვენს სპეციალისტს და ჩემს თანაშემწეს მიუძღვის. არ ვამტკიცებ, რომ სტანდარტულების შესრულების დროს ესპანეთის სისუსტეებს მიზანმიმართულად ვეძებდით, მაგრამ ეს გარკვეულწილად ჩვენი კოზირია და სწორედ ის ხალხი, რომლებიც დავასახელე ამ იდეებს გენერირებს.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაბიჯის წინ გადადგმა გვსურდა და ეს ესპანეთთან გავაკეთეთ“ – იუწყება ინგლისური მედია ტუხელის ნათქვამს, რომლის გაწვრთნილმა ინგლისმა ესპანეთის 43-მატჩიანი წაუგებელი (ძირითად დროში) სერია შეწყვიტა.
ჯგუფში 15 ქულით პირველ ადგილზე ინგლისი გავიდა, ხოლო ამდენივე ქულით მეორე პოზიციაზე ესპანეთია. ორივე გუნდი მომავალი წლის გაზაფხულზე ერთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





