კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გაუშვეს

0
0

მაიკლ კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არაა, რადგან მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჩატარებულ 10 ტურში მანჩესტერელებმა ერთი თამაში მოიგეს და 8 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე არიან.
კერიკი „იუნაიტედის“ თავკაცად მიმდინარე წლის იანვარში პორტუგალიელი რუბენ ამორიმის ნაცვლად დაინიშნა. ის „მანჩესტერში“ 2006-2018 წლებში თამაშობდა და 17 ტიტული მოიგო. მათ შორის 5-ჯერ ინგლისის პრემიერლიგაში გაიმარჯვა, ხოლო ერთხელ – ჩემპიონთა ლიგაში.
კარიერის დასრულების შემდეგ, კერიკი 2018 წელს „იუნაიტედის“ სამწვრთნელოს შტაბს შეუერთდა და როგორც პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს, ასევე ნორვეგიელი ოლე-გუნარ სულშერის თანაშემწე იყო. სულშერის გაშვების შემდეგ, კერიკი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. იგი 2002-2025 წლებში „მიდლსბროს“ ავარჯიშებდა.
კერიკის შემცვლელად არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო სახელდება, რომელიც ამჟამად აშშ-ს ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობს.
ლაშა თაბაგარი