აზაროვი ტურის ცენტრალურ მატჩში არ ათამაშეს

0
0

უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში დინეცკის „შახტარმა“ შინ კიევის „დინამოს“ ვერ მოუგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი მასპინძლების თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. დონეცკელები 29 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.
„ქაისერისფორი“, რომელშიც ჯიმი ტაბიძე გამოდის, თურქეთის რანგით მეორე ლიგის მე-14 ტურში გასვლაზე „უმრანიესფორთან“ 1:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის უკანახაზელმა შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე გააფრთხილეს. ის „ქაისერისფორს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 14 შეხვედრა ჩაატარა. „ქაისერი“ 30 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა.
ლაშა თაბაგარი