თომა ტაბატაძემ, რომელიც „კოკანდში“ გამოდის, ამ სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. 27-ე ტურში „კოკანდი“ სტუმრად ტაშკენტის „ფახთაქორთან“ 1:3 დამარცხდა, ხოლო ქართველი თავდამსხმელი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.
61-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ, ტაბატაძემ ერთი ბურთი გაქვითა – მეტოქის საჯარიმოში პარტნიორისგან პასი მიიღო და ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. ის „კოკანდში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და ჩემპიონატში 21-ჯერ ითამაშა. „კოკანდი“ 24 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





