„შტურმი“ „ზალცბურგთან“ დამარცხდა – ქართველებიდან მამაგეიშვილმა ითამაშა

0
0

გრაცის „შტურმი“, რომელშიც გიზო მამაგეიშვილი და ოთარ კიტეიშვილი გამოდიან, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში შინ „ზალცბურგთან“ 3:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან მხოლოდ მამაგეიშვილმა ითამაშა, რომელიც შეცვლაზე 77-ე წუთზე შევიდა. კიტეიშვილი ჯერ არ გამოჯანმრთელებულა.
სტუმრები მე-5 წუთზე ტაბაკოვიჩმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან მე-14 წუთზე ანგარიში ომარ დიაკიტემ გაათანაბრა, რომელმაც ოთხ წუთში დუბლი შეასრულა. 29-ე წუთზე „ზალცბურგიდან“ თავი მორგალამ გამოიჩინა. 32-ე წუთზე სტუმრებს უხეშობისთვის მცველი როჰლი გაუძევეს.
67-ე წუთზე „ზალცბურგიდან“ გოლი რედზიჩმა გაიტანა. 70-ე წუთზე წონასწორობა გორენც-სტანკოვიჩმა აღადგინა. 74-ე წუთზე ზალცბურგელები წინ ლინდსტრომმა გაიყვანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. „შტურმი“ 19 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი