ვოლკოვმა ისევ გაიტანა

0
0

დავით ვოლკოვმა „ზირეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავი მეოთხედ გამოიჩინა. მე-11 ტურში ბაქოელები შინ „გაბალას“ დაუზავდნენ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლების განაცხადში ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი არ იყო.
ვოლკოვმა მასპინძლები მატჩის მე-11 წუთზე დააწინაურა და ბოლო ოთხ შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. სტუმრებმა საპასუხო ბურთი მე-14 წუთზე გაიტანეს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში 11-ჯერ ითამაშა. „ზირე“ 17 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი