ნარიმანიძის მეხუთე გოლი სლოვაკეთში

0
0

ალექსანდრე ნარიმანიძემ „ჟილინას“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში მესამე გოლი გაიტანა. მე-14 ტურში „ჟილინამ“ სტუმრად „სკალიცა“ 4:2 დაამარცხა, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრები მე-2 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მე-13 წუთზე შეტევაში ჩართული ნარიმანიძე კარის წინ მარტო აღმოჩნდა და ანგარიში გაათანაბრა. მან ჩემპიონატში ასევე 2 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო სლოვაკეთის თასზე თავი ორჯერ გამოიჩინა. „ჟილინა“ 28 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი