„ფროზინონე“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კვერნაძეა, იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში სტუმრად „კალიარისთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. ამჯერად, ის წინა მატჩებისგან განსხვავებით ნაკლებად მწვავედ უტევდა. მან როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში კარში თითოჯერ ძალიან არაზუსტად დაარტყა.
მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე ადოპომ გაიტანა. 4-მატჩიანი წაუგებელი სერიის (3 მოგება და 1 ფრე) შემდეგ, „ფროზინონე“ უქულოდ დარჩა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში 20 ქულით მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი





