საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიბანის ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა.
თელავის სპორტის სასახლეში ჩატარებული შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გოლები ნიკოლოზ გაბრიჩიძემ და ჯანიკო გიორგაიამ გაიტანეს.
საქართველოსა და ლიბანის ნაკრებებს შორის 5 ნოემბერს გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 1:0 მოიგო.
ლიბანის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრები ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი პროცესის ნაწილი იყო.უახლოეს ოფიციალურ მატჩებს ჩვენი გუნდი 24 თებერვალს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად და 2 მარტს, იტალიასთან საკუთარ მოედანზე გამართავს.
საქართველო 2:1
ლაშა თაბაგარი




