კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მთავარი ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა თბილისის „სპაერმა“ „გამოაცხო“, რომელმაც თავის მოედანზე გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ 3:2 დაამარცხა.
მატჩის დაწყებამდე ბათუმელთა მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს. მე-12 წუთზე ეროვნულ ნაკრებში ისევ გამოძახებულმა სანდრო ალთუნაშვილმა მასპინძლების საჯარიმოში ალბანელი უერდი მარა მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
47-ე წუთზე ბათუმელთა ლუქსემბურგელმა მცველმა დირკ კარსლსონმა თავის საჯარიმოში გიორგი ცეცხლაძე საჭიდაო ილეთით დასცა და მთავარმა მსაჯმა ცოტნე სამსონაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა.
52-ე წუთზე თამაზ ცეცხლაძემ მარცხენა ფლანგიდან პასი გოჩა ცირდავას გაუკეთა, რომელმაც ფინტით ლუკა ლაკვეხელიანი ჩამოიცილა და საჯარიმოში შესულმა ნოდარ ყალიჩავას გაუტანა,
69-ე წუთზე თორნიკე ასკურავა მოედნის ცენტრს რამდენიმე მეტრით გადასცა და საქართველოს ეროვნულ გუნდში პირველად მიწვეულ ყალიჩავას ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – გოლი მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა.
90-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა თორნიკე კირკიტაძე პასი კარის გასწვრივ გააკეთა და მცველმა გიორგი ბუნტურმა ვარდნაში ბურთი თავის კარში ჩაჭრა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი „დინამოს“ 12 მატჩიანი წაუგებელი სერია (10 გამარჯვება და 2 ფრე) შეწყდა – 59 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია.
„სპაერმა“ ზედიზედ 14 თამაშის ვერმოგების შემდეგ, გამარჯვების გემო გაიხსენა და 31 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი





