ჟიტომირის „პოლესიემ“, რომელშიც გიორგი მაისურაძე თამაშობს, უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში შინ „ვერეს-რივნე“ 2:0 დაამარცხა. მაისურაძე, რომელიც რამაზ სვანაძემ ნოემბერში ერთა ლიგაში გასამართი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
მატჩის 47-ე წუთზე ანგარიში უკრაინის ნაკრების მცველმა სარაპიმ გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე საბოლოო ანგარიში გაიდაჩუკმა დააფიქსირა. „პოლესიე“ 28 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





