„უდინეზე“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში სტუმრად „ვენეციასთან“ 1:2 დამაცხდა. უდინელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ძანეტიმ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა და მოედანზე 64-ე წუთზე შეიყვანა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 53-ე წუთზე ტომა ბაშიჩმა დააწინაურა. 57-ე წუთზე მასპინძლების მცველმა მორენომ ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში გათანაბრდა. 65-ე წუთზე „ვენეცია“ წინ პერესმა გაიყვანა. 75-ე წუთზე მასპინძლების მცველმა თავის ნახევარზე ცუდი პასი გააკეთა, რომელიც ჩაკვეტაძემ ჩაჭრა და შეეცადა ბურთი საჯარიმოს წინ გამოსული მეკარესთავუს თავს ძემოთ გადაეგდო, მაგრამ სტანკოვიჩს ვერ აჯობა. „უდინეზე“ 5 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





