ქოჩორაშვილს „ალავესთან“ თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს

0
0

ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში „სევილიამ“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი ირიცხება, თავის მოედანზე „ალავესს“ ვერ მოუგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თადარიგში იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ ათამაშეს.
„სევილიას“ გოლის გატანის რეალური შანსი 32-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ ვარგასის შესრულებული პენალტის შემდეგ, ბურთი მეკარემ მოიგერია. 27 წლის ქოჩორაშვილი ლა ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 7 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა. „სევილია“ 18 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი