ოქტომბერში საუკეთესოები ნინუა და ჭიაბრიშვილი არიან

0
0

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელთა თბილისის „დინამოს“ კაპიტანი ნიკა ნინუა დაასახელეს. ამის შესახებ eliga.ge – იუწყება. განვლილ თვეში 27 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 5 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი ბათუმის „დინამოს“ დამრიგებელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ოქტომბერში სამიდან სამი თამაში მოიგო და 59 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი