გიზო მამაგეიშვილი „შტურმს“ საგოლე პასით დაუბრუნდა დაუბრუნდა

0
4

გიზო მამაგეიშვილი გამოჯანმრთელდა და გრაცის „შტურმში“ ითამაშა. ევროპა ლიგის ფაზის მე-4 ტურში გრაცელები შინ სლოვენიის „ცელიესთან“ 2:3 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო.
23 წლის ნახევარმცველმა ტერფის ტრავმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში ბელფასტში ჩრ.ირლანდიასთან 0:0 დასრულებული მატჩის მეორე ტაიმში მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს მიიღო და შეცვალეს. ავსტრიულ გუნდს წვივის ტრავმის გამო ისევ ვერ ეხმარება ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი.
მატჩის 29-ე წუთზე სტუმრები სესლარმა დააწინაურა, ხოლო მე-40 წუთზე საპასუხო ბურთი დიაკიტემ გაიტანა. 45-ე წუთზე „ცელიე“ წინ ვერბიჩმა გაიყვანა. 73-ე წუთზე სესლარმა დუბლი შეასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მამაგეიშვილის გადაცემის შემდეგ დიაკიტემ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. „შტურმი“ 24 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 24-ე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი