„ხეტაფე“, რომელშიც საბა საზონოვი გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის მე-3 ტურში შინ „ბრაიტონთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თადარიგში იყო და თამაშში არ ჩართულა.
ინგლისელებიდან ერთადერთი გოლი მატჩის 64-ე წუთზე იალკუიემ გაიტანა. „ხეტაფეს“ 1 ქულა აქვს და 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 31-ე ადგილზეა. მადრიდელები მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს თბილისში ადგილობრივ „იბერიასთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი





