„იბერიას“ ღირსეული მატჩი კოპენჰაგენში

0
0

თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონთა ლიგის ფაზაში მეორე მატჩი წააგო. ლევან კორღალიძის გაწვრთნილები სტუმრად დანიის ყველაზე ტიტულიან გუნდს „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა დაგეგმილი სამი ქულა აიღეს. მარცხის მიუხედავად, „იბერიას“ გაცილებით გამოცდილ და სახელოვან მეტოქესთან დაპირისპირებაში ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია.
მატჩის მე-6 წუთზე შეტევაში ჩართულმა გიორგი ქობულაძემ მასპინძლების საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. მე-15 წუთზე დადასონმა ნჯიესთან „კედელი“ გაითამაშა და კარიდან გამოსულ გიორგი მაკარიძესთან შეჯახების დროსი საჯარიმოში წაიქცა.
თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა ჯარიმა თბილისელთა სასარგებლოდ დანიშნა და დადასონს ყვითელი ბარათი აჩვენა. თუმცა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, „იბერიას“ კარში პენალტი დანიშნა და დადასონის ნაცვლად მაკარიძე გააფრთხილა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ელიუნუსიმ შეასრულა.
22-ე წუთზე დანიელთა შეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ლოპესმა პასი ახლო ძელთან კარისოს გაუკეთა, რომელმაც ლუქსემბურგელ ვაჰიდ სელიმოიჩს დაასწრო და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
30-ე წუთზე სორენსენმა თავით ცუდად დაუბრუნა მეკარეს ბურთი, რომლისთვის საჯარიმოში ზვიად ნაჭყებიამ ბოლომდე იბრძოლა და რამაიმ შეცდომა დაუშვა, ხოლო ამირან ძაგანიამ ერთი ბურთი გაქვითა.
52-ე წუთზე თბილისელთა შეტევის დროს, მეტოქის ნახევარზე მყოფმა ნაჭყებიამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და რამაიმ არადამაჯერებლად ითამაშა, ხოლო ტიბუემ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მსაჯმა „იბერიას“ ფრანგ ლეგიონერზე ჯარიმა დააფიქსირა და გოლი გააუქმა.
63-ე წუთზე მირი თბილისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი კართან ახლოს გახსნილ ლოპესს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა – ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. 68-ე წუთზე ნჯიეს თავურის შემდეგ მაკარიძემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. 86-ე წუთზე იმავე ნდიეს თავურის მერე ბურთის დასაჭერად მაკარიძეს ამჯერად ნახტომი დასჭირდა.
„იბერია“ კონფერენს ლიგაში მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს თბილისში ესპანეთის „ხეტაფესთან“ ჩაატარებს, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი საბა საზონოვი გამოდის. „იბერია“ 1 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 29-ე ადგილზეა.
„კოპენჰაგენი“ (დანია) – „იბერია“ (თბილისი) 2:1 (2:1)
5 ნოემბერი. კოპენჰაგენი. „პარკენ არენა“.
„კოპენჰაგენი“:
რამაი, სუძუკი, სორენსენი (მაკგრაფი, 46), ლოპესი, კრალი (მირი, 63), ელიუნუსი (კლემი, 46), დილეინი (კ), ნემეტი (მადსენი, 84), კარისო (რობერტი, 77), დადასონი, ნჯიე.
მთავარი მწვრთნელი:
ბო სვენსონი.
„იბერია“: მაკარიძე, ამისულაშვილი, ქობულაძე, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა (კ), ქარდავა, დადიანი (ჩიხრაძე, 89), ტიბუე (ალჰასანი, 79), ნაჭყებია (კაფე, 89), ძაგანია, სიხარულაშვილი (ენდე, 74).
მთავარი მწვრთნელი:
ლევან კორღალიძე.
გოლები: 1:0 ელიუნუსი (19, პენ.), 2:0 კარისო (22), 2:1 ძაგანია (30),
გაფრთხილება:
ნაჭყებია (5), ნჯიე (7), მაკარიძე (18), დადიანი (44), მაკგრაფი (73), სელიმოვიჩი (76), კაფე (90+4).
მთავარი მსაჯი:
რობერტ ჰენესი (ირლანდია)
ლაშა თაბაგარი