„კომო“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

0
2

„კომო“, რომელსაც სესკ ფაბრეგასი წვრთნის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. მე-4 ტურში იტალიურმა გუნდმა სტუმრად ფრანგული „ლანსი“ 9:1 დაამარცხა. „კომო“ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად 9 გოლი გაიტანა.
მანამდე, რეკორდსმენი მიუნხენის „ბაიერნი“ იყო, რომელმაც 2020 წელს სტუმრად ნეიტრალურ მოედანზე ლისაბონში „ბარსელონას“ 8:2 სძლია.
გარდა ამისა, „კომო“ მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ერთ მატჩში 8-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა – 2007 წელს „ლივერპულმა“ სტამბოლის „ბეშიქთაში“ 8:0 დაამარცხა, ხოლო 2015 წელს მადრიდის „რეალმა“ შვედეთის „მალმიოს“ ასევე 8:0 მოუგო.
ამასთანავე, „კომო“ „ბაიერნის“ შემდეგ მეორე გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრაში 9 ბურთი შეაგდო. 2024 წელს მიუნხენელებმა ზაგრების „დინამო“ 9:2 გაანადგურეს.
ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ჩატარებული 4 ტურის მერე, „კომოს“ 9 ქულა აქვს და 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი