„ლივერპულის“ პირველი წაგება ჩემპიონთა ლიგაში – მამარდაშვილს არ უთამაშია

0
1

„ლივერპული“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი ირიცხება, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში სტუმრად „ფენერბაჰჩესთან“ 2:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ისევ თადარიგში იყო და არ უთამაშია. მას წინა სეზონისგან განსხვავებით პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში არცერთი მატჩი ჩაუტარებია.
შეხვედრის 25-ე წუთზე „ლივერპული“ ნიონიმ დააწინაურა. 29-ე წუთზე გრინვუდის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი „ცოცხალ“ კედელში მდგომ „ლივერპულის“ ფეხბურთელს შეეხო და კარში აღმოჩნდა.
69-ე წუთზე ისაკის თავურის შემდეგ სტუმრები ისევ წინ გავიდნენ. 73-ე წუთზე თურქული გუნდიდან თავი ბრაუნმა გამოიჩინა. 79-ე წუთზე ინგლისელთა საჯარიმოშ მყოფმა სამ მცველს შორის მოქცეულმა მურიქიმ მაინც მოახერხა და თავით ბურთი კარში გადაგზავნა.
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ფაზაში პირველი თამაში წააგო და 9 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი