ლიდერმა აუტსაიდერს მინიმალური ანგარიშით აჯობა

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მეორე სათამაშო დღე ბათუმში დასრულდა, სადაც გათამაშების ლიდერმა ადგილობრივმა „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით აუტსაიდერი ტყიბულის „მეშახტე“ დაამარცხა, რომელსაც კახა ჩხეტიანი წვრთნის.
მატჩში ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე გავიდა – ლევან შენგელიამ მეტოქის საჯარიმოში მიიღო და დაარტყა ბურთი, რომლისთვის მიმართულების შეცვლას ვარდნაში ბრაზილიელი პაულო ვიტორი შეეცადა, ხოლო ლევან ტყეშელაშვილის არადამაჯერებელ თამაშს გოლი მოჰყვა.
თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ კარის აღება არ დააფიქსირა, რადგან მიიჩნია, რომ პაულო ვიტორი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. თუმცა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი ჩაითვალა – 1:0. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ბათუმელებმა 59 ქულით ცხრილის სათავეში ადგილი შეინარჩუნეს. „მეშახტე“ 20 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი