ხარებაშვილის ორი საგოლე პასი „ბაშაქშეჰირში“

0
3

საბა ხარებაშვილმა, რომელიც „ბაშაქშეჰირში“ გამოდის თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურში ორი საგოლე პასი შეასრულა. მე-10 ტურში სტამბოლელებმა შინ „სამსუნსფორი“ 5:2 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის 25-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ხარებაშვილი სამ მეტოქის გაცდა და მარცხნიდან საჯარიმოში შესულმა პასი სკოვ ოლსენა გაუკეთა, რომელმაც დაახლოებით 16 მეტრიდან მასპინძლები დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ხარებაშვილის გადაცემის მერე, საბოლოო ანგარიში ფაიზულაევმა დააფიქსირა. „ბაშაქშეჰირი“ 14 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზეა.
ყაზახეთის პრემიერლიგის 30-ე დასკვნით ტურში „ჟენისმა“ თავის მოედანზე „კაისარი“ 2:1 დაამარცხა. მასპინძლების სასტარტოში ზურაბ თევზაძე და ლუკა იმნაძე იყვნენ – პირველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მეორემ მოედანი 83-ე წუთზე დატოვა. მატჩის მე-2 წუთზე ანგარიში თევზაძემ გახსნა, რომელიც საჯარიმოში მცველს გაცდა და ზუსტად დაარტყა. მან განვლილ სეზონში ჩატარებულ 26 თამაში 2 გოლი მიითვალა. იმნაძემ 23 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. „ჟენისმა“ 36 ქულით 16-გუნდიანი ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა.

ლაშა თაბაგარი