საზონოვის ტაიმი თასზე გაჭირვებით მოგებულ მატჩში

0
1

„ხეტაფემ“. რომელშიც საბა საზონოვი გამოდის, ესპანეთის თასის 1/64-ფინალში რანგით მეექვსე ლიგის „ლებრიჯანას“ ბარიერი გაჭირვებით დაძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
მატჩის მე-10 წუთზე მასპინძლები ტეხერომ დააწინაურა, ხოლო 23-ე წუთზე რომერომ თავისი გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 45-ე წუთზე აბქარმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ხოლო ორ წუთზე „ლებროჯანას“ კარი ბორხა მაიორალმა აიღო. 68-ე წუთზე „ხეტაფედან“ თავი მანგალამ გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ლაშა თაბაგარი