გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში ორი საგოლე გადაცემა პირველად შეასრულა. იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში „ფროზინონემ“ „ლეჩეს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის 25-ე წუთზე ანგარიში ჩიკელამ გახსნა. 32-ე წუთზე კვერნაძემ „ელჩეს“ საჯარიმოშ ერთი მცველი ჩამოიცილა და დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია, პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი კვერნაძემ მცველმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც კალომ გამოიყენა.
59-ე წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს სტუმართა საჯარიმოშიშ ესულმა კარგი ყოვნი გააკეთა, რის შემდეგ რაიმონდოს ისეთი პასი მისცა, რომ რაიმონდოს გოლის გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა. 72-ე წუთზე „ლეჩეს“ კარი ბირლიჯამ აიღო. 82-ე წუთზე მონტეირომ ერთი ბურთი გაქვითა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „ფროზინონემ“ კუთხური გაითამაშა და მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შესულმა კვერნაძემ პასი ბირლიჯას გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგაარიში დააფიქსირა.
კვერნაძემ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. „ფროზინონე“ 17 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი





