„რაიოს“ უსუსური მატჩი „ელჩესთან“ – წიტაიშვილის ტაიმი

0
3

„რაიო ვალეკანომ“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში „ელჩეს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მეორე ტაიმი ჩაატარა.
მატჩის 23-ე ტურში მასპინძლების მცველი ლეჟენი თავის საჯარიმოში რევივო წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც რედონდო სოლარიმ გამოიყენა. 36-ე წუთზე ტომა ლემარი ორ მოწინააღმდეგეს გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესული პაპი სისემ წააქცია და მსაჯმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დადო. ამჯერად, „ელჩედან“ თავი ნინომ გამოიჩინა.
39-ე წუთზე ბუბა სანგარემ თავის საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტით უკვე „ელჩე“ დასაჯა. სისეს დარტყმის მერე, ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
წიტაიშვილი თამაშში აქტიურად ჩაერთო და სამჯერ კარის მიმართულებითაც დაარტყა, მაგრამ უშედეგოდ. ერთ ეპიზოდში მან გვარიანი მანძილზე სდია სტუმართა ფეხბურთელს და ბურთი აართვა, რის გამო, გულშემატკივრებისგან ტაში დაიმსახურა. 68-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ხერმან ვარელამ ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. გასული სეზონის კონფერენს ლიგის ფინალისტმა „რაიომ“ სეზონი ძალიან დუდად დაიწყო და 9 ქულით 20-გუნდიან ლა ლიგაში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი