ლაშა ოდიშარიამ „რიგასის“ შემადგენლობაში ლატვიის ჩემპიონატში კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა. 33-ე ტურში რიგელებმა შინ „ტუკუმსი“ 2:0 დაამარცხეს, ხოლო სასტარტოში მყოფ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსგარემარბი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს.
76-ე წუთზე ოდიშარია მეტოქის ნახევარზე ერთ მეურვეს გაცდა და მარცხენა ფლანგიდან ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში კიგურსს, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა. 88-ე წუთზე კიგურსმა დუბლი შეასრულა.
23 წლის ოდიშარიამ მიმდინარე სეზონში ლატვიის ჩემპიონატში ჩატარებულ 20 მატჩში 9 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





