ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურის ბოლოს შეხვედრაში მადრიდში „ხეტაფემ“, რომელშიც მცველი საბა საზონოვი გამოდის თანაქალაქელი „რაიო ვალეკანომ“ მიიღო, რომლის ღირსებას გიორგი წიტაიშვილი იცავს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაპირისპირება არ შედგა – საზონოვმა ორი ტაიმი თადარიგში გაატარა, ხოლო წიტაიშვილი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. გიორგი საკმაოდ აქტიური იყო და ერთ ეპიზოდში საჯარიმოში კარგი პასიც მისცა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს, რომელმაც მომენტი ვერ გამოიყენა. გარდა ამისა, წიტაიშვილის მეტოქის კარს თავადაც დაემუქრა, მაგრამ დაუფარეს.
მატჩის მე-11 წუთზე სტუმრების კარგი კონტრშეტევა გოლით ალვარო გარსიამ დაასრულა. 28-ე წუთზე „ხეტაფეს“ კაპიტანმა ჯენე აკონამმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. მასპინძლებიდან 56-ე წუთზე ანგარიში სატრიანომ გაათანაბრა, რომელმაც საჯარიმოში მცველებს დაასწრო.
„რაიო ვალეკანო“ 9 ქულით 20-გუნდიან ლა ლიგაში მე-13 ადგილზეა, ხოლო „ხეტაფე“ ამდენივე ქულით მე-14 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





