კვარაცხელია სასტარტოში დაბრუნდა

0
0

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში პარიზელებმა სტუმრად „სტრასბურგი“ 3:1 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 63-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-17 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში რეინამ გახსნა. 72-ე წუთზე დემბელეს საპასუხო ბურთის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. 77-ე წუთზე ზაბარნიმ მასპინძლების კარი აიღო. 85-ე წუთზე პსჟ დემბელემა დააწინაურა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე დუემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მოქმედ ჩემპიონ პსჟ-ს 14 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი