„ლივერპულმა“ და ბარკოლან ავსტრიაში გაილაღეს – „მამარდა“ კვლავ თადარიგში

0
3

„ლივერპულმა“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი ირიცხება, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში სტუმრად ავსტრიის ჩემპიონ ლასკ-ს შეხვდა და 6:3 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ თამაშს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.
მატჩის 22-ე წუთზე ანგარიში არაუხომ გახსნა. პირველ ტაიმში ბარკოლამ მასპინძლების კარი ორჯერ აიღო – ჯერ 24-ე, შემდეგ კი, 37-ე წუთზე.
51-ე წუთზე ფრიმპონგმა ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა.
64-ე წუთზე ლუბიჩიჩმა ერთი ბურთი გაქვითა. 66-ე წუთზე ბარკოლამ „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ პირველ ჰეთ-თრიქი გაიფორმა. 72-ე წუთზე კუმასის დარტყმის მერე ანგარიში 1:6 გახდა.
74-ე წუთზე ავსტრიელებიდან თავი ფლეკერმა გამოიჩინა, რომელმაც 77-ე წუთზე დუბლი შეასრულა. „ლივერპულმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და 6 ქულით 36-გუნდიან ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი