თბილისის „დინამოს“ 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდმა, რომელსაც ვასილ გეგუჩაძე წვრთნის, უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა მინსკის „დინამოსთან“ 3:4 წააგო.
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ანგარიში მინსკელებიდან ვარონინმა მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო კიბაკმა 22-ე წუთზე სტუმრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
26-ე წუთზე ნიკა ადუაშვილის პასით მინსკელთა კარი შოთა დიაკონიძემ აიღო. 34-ე წუთზე ანგარიშში ორბურთიანი სხვაობა ბელარუსებიდან ჩუმაკმა აღადგინა. მე-20 წუთზე ადუაშვილის გადაცემის მერე, თავი გიორგი ლომიძემ გამოიჩინა.
78-ე წუთზე ლეონტიუკმა თბილისელთა კარი პენალტიდან აიღო. 90-ე წუთზე ბელარუსებს ხოფერიამ გაუტანა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 14 ოქტომბერს ისევ „დინამო არენაზე“ შედგება და ამჯერად, ნომინალური მასპინძელი მინსკის „დინამო“ იქნება.
ცნობისთვის, შარშან ამავე ეტაპზე თბილისის „დინამო“ ორი მატჩის ჯამში მინსკელ თანატოლებთან დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი



