პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა, რომლის თამაშს მიმდინარე სეზონში საფრანგეთში აკრიტიკებენ.
„კვარა“ უმაღლესი დონის მოთამაშეა. ის ამას საკვანძო მომენტებში ამტკიცებს. ძალიან მიხარია, რომ იგი ჩვენს გუნდშია.
თუმცა, „კვარა“ მანქანა არაა და ადამიანია. სავსებით ნორმალურია, რომ მას აქვს როგორც კარგი, ასევე არცთუ იღბლიანი პერიოდები. ნერვიულობის საბაბი არაა“ – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლე მანთან“ საშინაო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 1 საგოლე პასი გააკეთა. მან ევროპის უეფას სუპერთასზე ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ მოგებულ მატჩში 1 ბურთი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





